„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 18:18, 01 Mar, 2016     5250
შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ მეტროპოლიტენის ელ. მატარებელთა მემანქანეებისა და მეტროპოლიტენში დასაქმებულთა ნაწილის მიერ დღეს გამართულ აქციას და სატრანსპორტო კომპანიის წინაშე გაჟღერებულ მოთხოვნებს ეხმაურება.
შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ 2016 წლის 1 მარტს გარკვეული მოთხოვნებით მიმართეს მეტროპოლიტენის ელ. მატარებელთა მემანქანეებმა და მეტროპოლიტენში დასაქმებულთა, დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა 2013“-ის წევრებმა. შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომელთა მოთხოვნები, ძირითადად, შრომის ანაზღაურების მატებას შეეხებოდა, რაც მათ მიერ დღეს გამართულ აქციაზეც იქნა გაჟღერებული.
შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ კომპანიისთვის მნიშვნელოვანია თითოეული თანამშრომელი და აფასებს წლების განმავლობაში მათ მიერ გაწეულ შრომას, როგორც „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“, ასევე, დედაქალაქის და მისი მაცხოვრებლების წინაშე, გამომდინარე იქიდან, რომ მეტროს გამართულ მუშაობას ქალაქისათვის სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია.
შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ განიხილავს მეტროპოლიტენის ელ. მატარებელთა მემანქანეებისა და მეტროპოლიტენში დასაქმებულთა, დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა 2013“-ის მიმართვას მერიის შესაბამის სტრუქტურებთან კოორდინაციაში და მიმართვის ავტორებს გონივრულ ვადაში აცნობებს კომპანიის პოზიციას თანამშრომელთა მოთხოვნებთან დაკავშირებით.
ამასთან, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ითვალისწინებს რა დასაქმებულთა პროფესიონალიზმს, მრავალწლიან თანამშრომლობასა და საკუთარი საქმის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობას, იმედს გამოთქვამს, რომ შრომითი ურთიერთობა გაგრძელდება ჩვეულ რეჟიმში და არ შეფერხდება თბილისის მეტროს მუშაობა.- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42