საჯარო რეესტრის ელექტრონული რუკები ყველასთვის ხელმისაწვდომია
საზოგადოება - 16:03, 01 Mar, 2016     24199
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული რუკები ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია. რეესტრის ვებგვერდზე napr.gov.ge განთავსებული სხვადასხვა ციფრული რუკა მომხმარებლებს - მოქალაქეებსა თუ დარგის სპეციალისტებს მრავალფეროვან სერვისებს სთავაზობს.

ელექტრონული საკადასტრო რუკაზე დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, სრულიად უფასოდ, ინტერნეტით დაათვალიერონ მათთვის სასურველი ტერიტორია, გაეცნონ მის ადგილმდებარეობასა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციას. რუკა აღჭურვილია ძიების სხვადასხვა პარამეტრით, შესაბამისად, მისი მიწის ნაკვეთის ძებნა შესაძლებელია რეგიონის, ადგილმდებარეობისა და საკადასტრო კოდის მიხედვით. ძიების პარალელურად, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ საკადასტრო რუკაზე შეარჩიონ მათთვის საინტერესო მონაკვეთი, გადაიხადონ შესაბამისი საფასური და ჩამოტვირთონ სასურველი ამონარიდი.

ამას გარდა, სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულია სხვადასხვა მასშტაბის ძველი ტოპოგრაფიული რუკები და, ასევე, ქალაქ სიღნაღისა და ფოთის ინტერაქტიული რუკები. ინტერაქტიული რუკების შექმნის პროცესში საჯარო რეესტრის სპეციალისტებმა ქალაქებში სხვადასხვა ობიექტის აღწერა და ფოტოების გადაღება განახორციელეს. ყველა მათგანი რუკაზეა დატანილი. დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, მარტივად და სწრაფად მოიძიონ მოსანახულებელი ადგილები, ქუჩები, სასტუმროები, საკვები, დასასვენებელი და კულტურული ობიექტები, ბანკები და ბანკომატები, მუზეუმები, ეკლესია-მონასტრები, საგანმანათლებლო და სამედიცინო მომსახურების დაწესებულებები, მიწის ნაკვეთები. თითოეულ ობიექტს თან ერთვის ფოტოგალერეა და სრულყოფილი სასარგებლო ინფორმაცია, მისამართები, გეოგრაფიული კოორდინატები და ა.შ.

ინტერაქტიული რუკის ინსტრუმენტებით ასევე შესაძლებელია სივრცითი ანალიზი, ობიექტებს შორის მანძილის განსაზღვრა, კონკრეტულ ადგილთან მიახლოება ან დაშორება(ზუმირება), რუკის საინტერესო ფრანგმენტების დაბეჭდვა. ინტერაქტიული რუკები ორენოვანია და სასარგებლოა, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ციფრული რუკების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საჯარო რეესტრმა პორტალი maps.napr.gov.ge შექმნა. პორტალი, რომელზეც მონაცემები მთელი საქართველოს მასშტაბითაა დატანილი, მძლავრი საძიებო შესაძლებლობებითაა აღჭურვილი: მომხმარებელს სპეციალური მენიუსა და მისი კომპონენტების მანიპულაციით თავად შეუძლია რუკის სასურველი ტიპის შერჩევა. პორტალის დახმარებით შესაძლებელია ქუჩებისა და მისამართების, საკადასტრო მონაცემების,ზედაპირული საფარის სიმაღლური მოდელისა და აეროფოტოგადაღების შედეგად მიღებული ორთოფოტოების მოძიება. შემეცნებით პორტალზე maps.napr.gov.ge მუშაობა და მისი განვითარება მუდმივი პროცესია. თანდათან მისი არსებული ფუნქციები იხვეწება და ახალი შესაძლებლობებიც ჩნდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42