2015 წელს საქართველოში 0-5 წლამდე ასაკის 576 ბავშვი გარდაიცვალა- ომბუდსმენის რეკომენდაციები მთავრობას
საზოგადოება - 13:52, 01 Mar, 2016     5687

სახალხო დამცველმა დღეს გამართულ ბრიფინგზე 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის პრევენციისა და შემცირებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარების აუცილებლობაზე ისაუბრა.

საკითხთან დაკავშირებით, 23 თებერვალს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავრობას. წინადადების მომზადებისას სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრმა ევროპის ათი ქვეყნის პოლიტიკისა და კანონმდებლობის ანალიზი განახორციელა და მათ მიხედვით მთელი რიგი რეკომენდაციები წარმოადგინა.

რეკომენდაციაში სახალხო დამცველი მოითხოვს შემუშავდეს სპეციალური სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საქართველოში ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირების მიზნით; ხელი შეეწყოს ბავშვთა სამედიცინო დაწესებულებების ხელმისაწვდომობისა და ხარისხიანი ფუნქციონირების გაუმჯობესებას, მათ შორის, დაწესებულებები აღიჭურვოს შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და სამედიცინო აპარატურით, დაემატოს სპეციალური ვერტმფრენი, ძნელად მისასვლელი და მაღალმთიანი რაიონების მომსახურებისთვის; დაინერგოს ერთიანი რეგულაცია კერძო სამედიცინო ტრანსპორტისა და საჯარო სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით; ამაღლდეს პერსონალის კვალიფიკაცია და დაინერგოს უწყვეტი განათლების სისტემა; ხელი შეეწყოს ორსულთა პატრონაჟის სისტემის დანერგვასა და საყოველთაო განხორციელებას; გაიზარდოს ინფორმაციული ხელმისაწვდომობა ჩვილთა ჯანმრთელობის უფლების დაცვისათვის საჭირო მექანიზმების, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სერვისების შესახებ; დაინერგოს ერთიანი ელექტრონული ბაზა პაციენტის სამედიცინო ისტორიის დამუშავებისა და შენახვის მიზნით.

მართალია, საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა სამინისტროს მონაცემებით, ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით შემცირდა, თუმცა შემცირების მასშტაბები არ არის დამაკმაყოფილებელი საერთო ევროპულ მაჩვენებელთან მიმართებაში და კვლავ საგანგაშოდ მაღალია. მარტო 2015 წელს 0–დან 5 წლამდე ასაკის 576 ბავშვი გარდაიცვალა.

ბავშვთა სიკვდილიანობის სააგენტოთაშორისი ჯგუფის (IGME) მონაცემებით, განვითარებულ ქვეყნებში ყოველ ათას ცოცხლადშობილზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი 6–ს შეადგენს, ხოლო საქართველოში 12–ს. ასევე, მაღალია მშობიარე დედათა სიკვდილიანობა საქართველოში, ყოველ ასი ათასზე – 36.

ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის გამომწვევ მიზეზებად შეიძლება ჩაითვალოს სამედიცინო სერვისების გაუმართაობა, ნეონატოლოგების სიმცირე, ორსულთა პატრონაჟის არაადეკვატური სისტემა, მათ შორის სამედიცინო პერსონალის დაბალი კვალიფიკაცია, მშობელთა ცნობიერების დაბალი დონე და ა.შ.

განსაკუთრებით მწვავედ ჩანს გეოგრაფიული არეალიდან გამომდინარე მომსახურების ხელმისაწვდომობის ხარვეზები, უხარისხო და დაგვიანებული მომსახურება. მაგალითად, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მიზეზების გამოსავლენად 2013 წელს ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ თბილისის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ჩვილი ბავშვების გარდაცვალების ალბათობა 1.4-ჯერ აღემატება თბილისში მცხოვრები ჩვილი ბავშვების გარდაცვალების ალბათობას და თბილისის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ახალშობილების გარდაცვალების ალბათობა, რომელთა წონა 1,500 გრამი ან მასზე ნაკლებია 1.9-ჯერ უფრო მაღალია სამშობიაროდან გაწერამდე პერიოდში და 1,5-ჯერ უფრო მაღალია სამშობიაროდან გაწერის შემდგომ პერიოდში.

საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ჩვილ ბავშვთა სიცოცხლის დაცვისა და ეფექტიანი იმპლემენტაციის აღსრულების სიტემის მაღალი პროფესიული სტანდარტით ფუნქციონირება და ამ სისტემაში მომუშავე პირების სათანადო კვალიფიკაცია.

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის (CRC) რეკომენდაციებში ხაზგასმულია, რომ კომიტეტი შეშფოთებულია დღენაკლული ბავშვების დაბადების მაღალი მაჩვენებლით და მოუწოდებს საქართველოს, გამოყოს მეტი რესურსი ბავშვთა მუცლად ყოფნის პერიოდისა და დღენაკლული ბავშვების დაბადების პრობლემის მოსაგვარებლად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42