აგლაძის ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საზოგადოება - 13:19, 01 Mar, 2016     1761

დიდუბის რაიონში აგლაძის ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს გივი კუბლაშვილთან, დიდუბის რაიონის გამგებელ ირმა ზავრადაშვილთან და საკრებულოს დეპუტატ ლადო ძნელაძესთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის მიხედვით, აგლაძის ქუჩაზე ამორტიზებული სანიაღვრე სისტემის გამოცვლა და დაზიანებული გზის საფარის დემონტაჟი მიმდინარეობს, პარალელურად მზადდება საფუძველი ასფალტის ახალი საფარის დასაგებად. პროექტის მიხედვით ეწყობა ახალი ბორდიურები.

დავით ნარმანიას თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ აგლაძის ქუჩა თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს.

„წლების განმავლობაში აქ პრობლემა იყო არა მხოლოდ გზა, არამედ, მოუწესრიგებელი მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები. ახლა ქუჩა კაპიტალურად კეთდება, მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა, გამოიცვლება წყლის მილი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი კომპონენტია გზის ხარისხი, რადგან აქ საკამოდ ბევრი მოსახლე ცხოვრობს, არის სამრეწველო ობიექტები და ბაზრობა, მოძრაობს ფართოგაბარიტიანი ტრანსპორტი. რეაბილიტაციის შემდეგ ეს გზა მაღალი ხარისხის იქნება“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.

საგზაო სამუშაოები თბილისის მასშტაბით გზების კაპიტალური შეკეთების ფარგლებში მიმდინარეობს. აგლაძის ქუჩის პარალელურად საგზაო სამუშაოები სამებისა და მახათას ეკლესიების დამაკავშირებელ გზაზე, დაბა წავკისში - თბილისი-კოჯრის გზის მონაკვეთსა და კრწანისის რაიონში ღოღობერიძის ქუჩაზე მიმდინარეობს.

საგზაო სამუშაოებს შ.პ.ს "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" აწარმოებს. პროექტი მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და ივნისის ბოლოს დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42