”GazGroup"-ს სერიოზული გეგმები აქვს სამომავლოდ და გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შემდეგი ეტაპი იქნება სამაშველო და სახანძრო სამსახურებისთვის "გაზელების" შესყიდვა, ვინაიდან რუსული კომპანიის ბიზნესის მთავარ დასაყრდენს წარმოადგენს სპეც-ავტომობილები. სამომავლო გეგმების შესახებ საუბრობს GazGroup-ის დისტრიბუტორი კომპანია "სტრადა აუტოს" დირექტორი დავით ზაუტაშვილიც და ის არ გამორიცხავს, რომ „газ-ის“ ავტობუსები შემოიყვანონ, რომლებიც ჯერ არ არის ქართულ ბაზარზე”- აცხადებენ ასოციაციაში.
”ბუნებრივია თბილისის მერია პირდაპირი გზით ვერ შემოიყვანს ავტობუსებს, ვინაიდან პროექტი ხორციელდება EBRD-ის მხარდაჭერით, ამიტომ საერთაშორისო ტენდერის გამოცხადება სავალდებულოა. ცნობისთვის, თბილისის მერიამ უკვე დაარღვია კანონი ოკუპაციის შესახებ, ითანამშრომლა რუსულ კომპანია "გაზგრუპ"-თან და შეიძინა დასუფთავების სამსახურისთვის "გაზელის" მარკის ათეულობით ავტომობილი. "გაზგრუპი"-ის დისტრიბუტორი საქართველოში " სტრადა ავტო" ღიად აფიქსირებდა მასმედიის საშუალებით, რომ გეგმავენ ტენდერებში მონაწილეობას და გამარჯვებას (სოციალურ ქსელში ახლაც იძებნება განცხადებები), კომპანიას არც არასოდეს დაუმალავს, რომ ისინი განსაკუთრებით ემზადებიან დედაქალაქის ავტო-პარკის განახლებისთვის და აპირებენ "газ-ის" ავტობუსების შემოყვანას, ვინაიდან ეს ავტობუსები სრულად აკმაყოფილებენ დედაქალაქის მოთხოვნებს. გამომდინარე იქიდან, რომ თავის დროზე,მათ მიმართ არ გატარდა კანონით გათვალისწინებული სანქციები, რაზეც დანაშაულებრივად დუმს ეკონომიკის სამინისტრო, თბილისის მერიამ უკვე შეიძინა დასუფთავების სამსახურისთვის "газ-ის" ავტომობილები. რუსულ კომპანიას შექმნილი აქვს სასათბურე პირობები საქართველოში, ამიტომაც მოსალოდნელია, რომ ტენდერის გზით დედაქალაქის მოსახლეობას შერჩეს "газ-ის" ავტობუსები, რომელიც არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.”- წერია საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ფეისბუკგვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები






