გაფიცული მაღაროელების წერილი პრემიერს - ტყიბულში აქცია დღესაც გაიმართება
საზოგადოება - 11:00, 29 Feb, 2016     1374

მეშახტეების პროტესტი გრძელდება. ტყიბულში საპროტესტო აქცია გამგეობის შენობასთან დღსაც გაიმართება. გაფიცულების მათი მოთხოვნები უცვლელია: - ხელფასების 40 პროცენამდე გაზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება.

გაფიცული მაღაროელები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილს წერილით მიმართავენ.

წერილში შპს "საქნახშირის" ტყიბულის ნახშირმომპოვებელი საწარმოს მაღაროელები ითხოვენ, დაუყოვნებლივ აღსრულდეს კომპანიასა და პროფკავშირს შორის 2011 წლის 3 თებერვალს დადებული შეთანხმების შეუსრულებელი პუნქტი.

"კერძოდ, 2011, 2012, 2013, 2014 და 2015 წლებში საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური ინდექსაციის მაჩვენებლების შესაბამისად მოხდეს ხელფასების ინდექსაცია, რაც საერთო ჯამში შეადგენს 14,2%-ს. 2011 წელს კომპანიასა და პროფკავშირებს შორის გაფორმებული შეთანხმების დანარჩენ შეუსრულებელ პუნქტებთან(მათ შორის კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმება), მაღაროელთა დანარჩენ საგაფიცვო მოთხოვნებთან და კომპანიის ადმინისტრაციის მიერ 2016 წლის თებერვლის მიმდინარე გაფიცვის დროს გაკეთებულ სხვა შემოთავაზებებთან დაკავშირებით, მოხდეს შეთანხმებაზე მხარეთა ხელმოწერების განახლება და მათი შესრულება გაიწეროს ეტაპობრივად, მხარეთა მიერ შემუშავებული გრაფიკის შესაბამისად.

პროფესიულ კავშირთა საერთაშორისო კონფედერაციის პანევროპული რეგიონალური კომიტეტის პრეზიდენტს, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილს ვთხოვთ ჩაერთოს და ასევე ჩართოს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურიდიული დეპარტამენტი და ეკონომიკურ-ანალიტიკური სამსახური მხარეებს შორის წარმოშობილ შრომით დავაში, წარმოადგინოს ჩვენი უფლებები და ინტერესები კომპანიასთან ურთიერთობების პროცესში შრომით და მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით" - ნათქვამია მაღაროელების წერილში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42