ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში გათიშვების კლების ტენდენცია შენარჩუნებულია
საზოგადოება - 12:02, 28 Feb, 2016     927

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არ ადასტურებს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ელექტროენერგიის გათიშვების მატებასთან დაკავშირებითდა განმარტავს, რომ ბოლო წლების განმავლობაშიელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში გათიშვების კლების ტენდენცია შენარჩუნებულია.

ელექტრომომარაგების გამორთვების საშუალო ხანგრძლივობისა (SAIDI) და საშუალო სიხშირის (SAIFI) მონაცემთა ანალიზის მიხედვით, რომლებიც დაანგარიშებულია გათიშული მომხმარებლების ზუსტი რაოდენობისსაფუძველზე, 2014 წელს 2013 წელთან შედარებით SAIDI გაუმჯობესდა 30,4%-ით, ხოლო SAIFI – 9%-ით, ხოლო 2015 წელს 2014 წელთან შედარებით SAIDI გაუმჯობესდა - 33,5%, SAIFI კი - 14%-ით. შესაბამისად, შემცირებულია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში გათიშვების შემთხვევები.

მიმდინარე წლის 28 იანვარს ააიპ „საქართველოს რეფორმების საერთაშორისო ასოციაციამ“ კომისიას მომართა წერილობით და მოითხოვა ბოლო წლებში სს „თელასის“ მიერ განხორციელებული გეგმიური, ავარიული გათიშვებით გამორთული აბონენტების საერთო რაოდენობა. ასოციაციას წერილობით მიეწოდა ის მონაცემები, რაც სს „თელასს“ ჰქონდა კომისიაში დაფიქსირებული აღნიშნული პერიოდისთვის.

კომისიიდან გასულ ინფორმაციაში, რომელიც 24 თებერვალს განთავსდა Facktcheck“-ის ვებ გვერდზე, სს „თელასის“ SAIDI-SAIFI-ის მონაცემების შესახებ 2015 წლის 1-3 კვარტალის ინფორმაცია მოცემული იყო დაზუსტებული მეთოდის შესაბამისად - მომხმარებელთა ზუსტი რაოდენობის მიხედვით, ხოლო წინა წლების მონაცემები გამოთვლილი იყო პირობითიმეთოდის საფუძველზე, სადაც გამოთვლისათვის აღებული იყო მომხმარებელთა პირობითი საშუალო რაოდენობა. აღნიშნულმა კი გამოიწვია გაუგებრობა. აქედან გამომდინარე კომისიამ 15 თებერვალსსს „თელასისგან“ მოითხოვა ახსნა-განმარტება.23 თებერვალს სს „თელასის“ მიერ კომისიისთვის მოწოდებულ განმარტებაში მოცემულია ორივე მეთოდით გაანგარიშებული მონაცემები, რომლის მიხედვითაც ორივე შემთხვევაში აღინიშნება გათიშვების კლების ტენდენცია - ზუსტი მეთოდით 2015 წელს 2014 წელთან შედარებით SAIDI გაუმჯობესდა- 33,5%,SAIFI - 14%-ით, ხოლო პირობითი მეთოდითSAIDI - 22%-ით და SAIFI – 7,4%-ით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42