მიშველაძის ინფორმაციით, ტყვიამ, რომლის ამოღებაც დაჭრილი პეტრიაშვილის სხეულიდან ვერ მოხერხდა მუცლის ღრუში ნაწლავი დააზიანა, რის გამოც სასწრაფო ოპერაციის გაკეთება გახდა საჭირო. ოპერაცია ამჟამად უკვე დასრულებულია, მიშველაძე წერს, რომ ექიმების თქმით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
"ბუკას კიდევ ერთი ოპერაცია გაუკეთდა ეხლა, ჯერ არ დამთავრებულა! ტყვიამ მუცლის ღრუში ნაწლავი დააზიანაო! ხოდა ეს სხეულის განზრახ დაზიანეებაა თუ მკვლელობის მცდელობა???!!! შსს ცოტა გამოცოცხლდით!
ოპერაცია დასრულდა, იმედია კარგად იქნებაო... თქვენ არ იცით ეს რა შეგრძნებაა: სიცარიელის, უმწეობის, მარტოობის, სიბრაზის, ბოღმის, გამწარების, მონატრების... ორი დღის წინ ჩემზე ბედნიერი ადამიანი ასე მეგონა არავინ იყო... დღეს კი ყველაფერი ერთად მტკივა...მენატრება, მაკლია... ჩემი ნაწილი... იმედია კარგად იქნება..."-წერს მიშველაძე.
ამ დროისთვის ექიმები ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.
მასალის გამოყენების პირობები






