უდიდესი გაღიზიანებით გავეცანი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ცნობილ ქართველ ბალერინას მაინც და მაინც 25 თებერვალს უცეკვია მოსკოვის “დიდ თეატრში”.
მაგრამ, როცა ამაზე ვიყავი გაღიზიანებული, ამავდროულად ბალერინის მოსკოვში ცეკვითგაღიზიანებულთა გამოხმაურება-კომენტარებითაცმომიწია გაღიზიანება: გაღიზიანებულმა ქართველებმა, ტრადიციის შესაბამისად, დაუნანებლად გაიმეტეს ლანძღვისთვის ოდესღაც ყველასთვის საყვარელი მოცეკვავე და თავიანთიგაღიზიანებულობით გამაღიზიანეს:
- რომელი ერთი მყავდით მერაბ კოსტავა, ასე რომ მორალისტობთ 25 თებერვლის გამო! - ვთქვი ჩემთვის, - ან რა გაგიკვირდათ ბალერინისგან, რომლის პროფესიული (თუ ბიოგრაფიული) იდენტობის ნაწილიც მოსკოვის “დიდი თეატრია”, 25 თებერვალი მისთვის ყოველთვის ისეთივე აბსტრაქცია იყო, როგორც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის.
ეს ვთქვი და გავაცნობიერე, რომ შუადღისთვის უკვე ორ რამეზე ვიყავი გაღიზიანებული: ბალერინის (და მისი დასის) დაუფიქრებელ ცეკვაზე მათთვის აბსტრაქტულ 25 თებერვალს და გამმეტებელ ქართველებზე, რომლებიც ადვილად გაწირავენ და გადაუვლიან ყველას, თუკი გაღიზიანების გამოხატვის შესაძლებლობა ექნებათ.
ამის შემდეგ მე გავეცანი ბალერინის ცეკვით გაღიზიანებულებზეგაღიზიანებულების გაღიზიანებულ კომენტარებს, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ ეს საიუბილეო კონცერტი ერთი წლის წინ იყო დაგეგმილი და ბალერინას საერთოდ არ უფიქრია ამ თარიღზე, რაც მერე თავად მოცეკვავემაც დაადასტურა მისთვის დამახასიათებელი დაბნეული და გულგრილი გაღიზიანებულობით.
ცეკვით გაღიზიანებულებზე გაღიზიანებულებს დამატებითიგაღიზიანებულობით გაღიზიანებულებმა მიაყენეს ახლებურად გამაღიზიანებელი შეურაცხყოფები და ისევ მომქანცველადგამაღიზიანეს.
ამასობაში, გავეცანი კიდევ ერთი გაღიზიანებულის (უფრო სწორად კი,სულ სხვა რამეზე გაღიზიანებულის) კომენტარს იმის შესახებ, რომ ახლაბალერინაზე გაღიზიანების დრო არ იყო და ყველანი მაღაროელთამჩაგვრელ ნაძირლებზე უნდა გავღიზიანებულიყავით (“წავიდეთ ტყიბულში!” - მოგვიწოდა სულ სხვა რამეზე გაღიზიანებულმა, მაგრამ თვითონ არ წასულა).
მიუხედავად იმისა, რომ მაღაროელთა გამაღიზიანებელ მჩაგვრელებსმეც ნაძირლებად მივიჩნევ (ისევე, როგორც ნებისმიერ მჩაგვრელს), ამ ბოლო გაღიზიანებულის მეტიჩრულმა გამოხტომამ დამატებით გამაღიზიანა და ეს სიტყვები ამომათქვევინა:
- შენ ვინ გეკითხება, ვინ რაზე გაღიზიანდება და არა, მეტიჩარავ! რომელი კარლ ლიბკნეხტი შენ მყავხარ, აქ რომ მორალისტობგამაღიზიანებლად!
მაგრამ ისევ ვერ მოვახერხე ჩემი გაღიზიანების შენარჩუნება, რადგან ძალიან გამიჭირდა რომელიმე ერთ გამაღიზიანებელ მოვლენაზე კონცენტრირება; 25 თებერვალს “დიდ თეატრში” ცეკვა და ამ ცეკვით გაღიზიანებულმა გამმეტებელმა ხალხმა სრული დომხალი წარმოქმნა გაღიზიანების ჩემეულ სისტემაში.
ბოლოს, ფრთხილი რუდუნებით მივაყურადე ჩემი გაღიზიანების მთავარ ცენტრს და დავფიქრდი, მაინც რომელ გამაღიზიანებელსდავაყენებდი გაღიზიანების პირველ ნომრად: 25 თებერვლის გამაღიზიანებელ ცეკვას თუ ცეკვით გაღიზიანებულთა პრინციპში სამართლიან, მაგრამ გამაღიზიანებელ გაღიზიანებას?
და მივხვდი: რეალურად არც ერთს, არც მეორეს, რადგან თუკი რამე მაღიზიანებს, სწორედ ეს ფენონები, თავად გაღიზიანებულობაა -ყველათი და ყველაფრის გამო.
და ისიც ვიცი, რომ ახლა ჩემზეც ღიზიანდება ზოგიერთი მკითხველი და ერთი სული აქვს, ეს მომაძახოს:
“შენ ვის გაღიზიანებაზე ლაპარაკობ, როცა შენ თვითონ ხარ გამაღიზიანებელი!”
წყარო radiotavisupleba.ge
მასალის გამოყენების პირობები






