"ყველაზე კარგი მინისტრი იყო მერაბიშვილი...15 ათასი $ მაქვს გუკას პლანის მოწევაში გადახდილი"- რჩეულიშვილი
საზოგადოება - 16:39, 27 Feb, 2016     18493
ვახტანგ რჩეულიშვილის შეფასებით ყველაზე კარგი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი იყო. აღნიშნული განცხადება მან გადაცემა „პოლიტიკაშში“ მარიხუანის დეკრიმინალიზაციის თემაზე საუბრისას გააკეთა. რჩეულიშვილის თქმით საზოგადოებამ უნდა აირჩიოს როგორ ქვეყანაში უნდა ცხოვრება, მკაცრი მინისტრის ხელში დანაშაულიც ნაკლები ხდება და საქმეც მალე იხსნება, დემოკრატიულ ქვეყნებს კი პირველ ეტაპზე უჭირთ დანაშაულთან გამკლავება:

„მის დროს მანქანაც ღია იყო ქუჩაში, არავინ შემოგივარდებოდა და თავს არ გადაგიტეხავდა. დანაშაულის გახსნა სიმკაცრეში უფრო ადვილია, დემოკრატიულ ქვეყნებს პირველი პერიოდი უფრო უჭირთ. რატო გამახსენდა მერაბიშვილი... 15 ათასი დოლარი მაქვს გუკას პლანის მოწევაში გადახდილი, ერთხელ დაიჭირეს, ორჯერ დაიჭირეს და მერე უკვე 15 ათასი, პირდაპირ მერაბიშვილის სანქციით დამადეს.“- განაცხადა რჩეულიშვილმა.

დარბაზიდან რეპლიკაზე რომ მერაბიშვილის დროს ნარკოტიკების ჩადება ხდებოდა და ამ თემის განხილვის დროს მერაბიშვილი არც უნდა ეხსენებინა, რჩეულიშვილმა განაცხადა, რომ ის რას ილაპარაკებს არავის ეკითხება:

„ჩადება კომუნისტების დროს იყო, მთელი ჩემი ახალგაზრდობა ეგრე იყო. თქვენ შეგეკითხოთ ახლა, არ მეყოფა ამდენი საზოგადოებრივი ინსტანცია?! რაშიც მაგარი იყო... გაბედავდა პეტრიაშვილის ეგრე დაჭრას ქუჩაში ვინმე და იმ ქალების და ბავშვების დაწვას?“- აღნიშნა რჩეულიშვილმა.

მისი თქმით დეკრიმინალიზების შემთხვევაში ისიც სიამოვნებით მოწევდა მარიხუანას:

„მეც დიდი სიამოვნებით მოვწევდი, ჩემნაირი ხალხი ამერიკაში გათავისუფლებულია ყველანაირი პასუხისმგებლობისაგან“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42