აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდისკენ გადასასვლელი ესტაკადის აღდგენა-რეაბილიტაცია დასრულდა
საზოგადოება - 12:58, 27 Feb, 2016     1395

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდისკენ გადასასვლელი ესტაკადა დაათვალიერა. ღონისძიებას, მერთან ერთად, მოადგილეები ლაშა აბაშიძე და გიორგი ლილუაშვილი, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი, საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი დავით მიქიაშვილი ესწრებოდნენ.

გზაგამტარზე პროექტით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. კერძოდ: აღდგა განაპირა ბურჯები და ხიდის ძირითადი კონსტრუქცია, მოეწყო ახალი სავალი ნაწილი, გაკეთდა ჰიდროიზოლაცია და ბეტონის დამცავი ფენა. საექსპლოატაციო ვადის გახანგრძლივებისთვის მოეწყო ასფალტის ახალი საფარი. დამონტაჟდა განათების ახალი ქსელი ხიდისა და პანდუსებისთვის; შეიცვალა ხიდზე არსებული (ძველი) მოაჯირები და აშენდა ფრანგული კედელი.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ხიდი წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად გაკეთდა და გაიხსნა. მისივე თქმით, ახალი ესტაკადა მოქალაქეებს საშუალებას მისცემს შეუფერხებლად გადაადგილდნენ აღმაშენებლის ხეივნიდან დიდი დიღმისა და დიდი დიღმის საუნივერსიტეტო დასახლების მიმართულებით.

„ჩვენი წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, რომელიც ამ უბნის მოსახლეობას მივეცით, გავხსენით ხიდი, რომელიც 25 წელზე მეტია გაჩერებულია. ამით ორი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა. პირველი ის, რომ განიმუხტება მოძრაობა დიდი დიღმის შესახვევთან, ასევე პროექტი უსაფრთხოების თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ხშირი იყო ავტოავარიები. ამდენად განიტვირთება ქალაქის ეს ნაწილი და უბანი, რომელიც სულ უფრო მეტად იზრდება, ფართოვდება და შესაბამისად ავტოსატრანსპორტო ნაკადების რაოდენობა იმატებს, რა თქმა უნდა, მიღწევადობის თვალსაზრისით იქნება გაცილებით უფრო კომფორტული“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.

სარეაბილიტაციო სამუშაოები შ.პ.ს „ზიმომ“ შეასრულა. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2.188.965 მლნ ლარი დაიხარჯა.

აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდისკენ გადასასვლელი ესტაკადა გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში აშენდა, ფუნქციონირება მალევე შეწყვიტა და მას შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42