როგორც „ნიუპოსტის“ ადგილობრივი კორესპოდენტი იტყობინება, სავარაუდოდ H1N1-ის ვირუსით გუშინ ზუგდიდის რეფერეალურ საავადმყოფოში კიდევ 4 ადამიანია მოთავსებული. მედიკოსების თქმით, ტესტები თბილისშია გადაგზავნილი და საბოლოო დიაგნოზი ჯერჯერობით უცნობია.
ამავდროულად, როგორც „ნიუპოსტისთვის“ გახდა ცნობილი, მძიმე ვითარებაა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. გალის საავადმყოფოში ე.წ. „ღორის გრიპის“ 11 შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა შესაბამისი აპარატურისა და პირობების არქონის გამო, მოქალაქეების სათანადო მკურნალობა ვერ ხერხდება. ადგილობრივების განცხადებით, რუსი მესაზღვრეები მათ ე.წ. საზღვარზე არ უშვებენ, საუკეთესო შემთხვევაში კი ე.წ. საზღვრის გადასაკვეთად 300 ლარს ითხოვენ. მათი თქმით, ისინი წამლებს ხელზე ყიდულობენ, რომელთა ღირებულებაც ბევრად აღემატება ზუგდიდის აფთიაქებში არსებული მედიკამენტების ფასს.
მასალის გამოყენების პირობები






