ბავშვებს დახმარება სჭირდებათ!
საზოგადოება - 12:59, 26 Feb, 2016     2195
ადამიანის ცხოვრებაში მთავარი ადგილი ბავშვებს უჭირავთ. არჩილ და მაია ბატიაშვილების ოჯახში 6 ბავშვი იზრდება. ყველაზე პატარა ლეონია - ერთი წლისაა, მარიამი - ორის, ლიკა - რვის, გიორგი - ცხრის, ეკატერინე - ათის, უფროსი ალექსანდრე - ცამეტის. მშობლებს შვილები ძალიან უყვართ, მაგრამ სიყვარულის გარდა მათ ვერაფერს აძლევენ...

ადრე, არჩილი მშენებლობაზე მუშაობდა. იმდენს შოულობდა, რომ ბინის ქირის ფული გადაეხადა და ოჯახი შეენახა. მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. არჩილმა ვეღარ შეძლო ფიზიკური შრომა. ფინანსური მდგომარეობის გაუარესების გამო, მრავალშვილიანი ოჯახი ერთი ნაქირავები ბინიდან მეორეში გადადიოდა, და როდესაც ბინის ქირის გადახდა ვეღარ შეძლეს, ილორის ქუჩაზე მდებარე ყოფილი პოლიკლინიკის ნახევრად დანგრეულ შენობაში შესახლდნენ. აქ არც წყალია გაყვანილი, არც გაზი, კანალიზაციაც მხოლოდ რამოდენიმე თვის წინ გაიყვანეს.

საჭმელი რომ გაამზადონ და ხელ-პირი დაიბანონ, დედა და ბავშვები წყალს ქუჩიდან ეზიდებიან, მეორე სართულზე ხის კიბით უხდებათ ატანა.

8 ადამიანი ერთ ოთახში ცხოვრობს, მაია ყველანაირად ცდილობს „სახლში“ სიმყუდროვე და მოჩვენებითო კომფორტი მაინც შექმნას. მაგრამ, უწყლობის და ელემენტარული პირობების არქონის გამო, ეს თითქმის შეუძლებელია.

შეგიძლიათ წარმოიდგინთ, რომ ოჯახის 8 წევრისთვის პატარა, 4 კვადრატული მეტრის ოთახი ასრულებს სამზარეულოს, აბაზანის და ტუალეტის ფუნქციას? და ეს ფართი მთავარი ოთახიდან მხოლოდ ფარდითაა გამოყოფილი?!

თბილი ტანსაცმლის და ფეხსაცმლის უქონლობის გამო, ბავშვები სკოლაში რეგულარულად ვერ დადიან, ხშირად ავად ხდებიან. როდესაც ჩვენ მათ ვსტუმრობდით, პატარა ლიკას მესამე დღე მაღალი სიცხე ჰქონდა. იმდენად დასუსტებული იყო, რომ საწოლიდან ვერც კი წამოდგა. მშობლები მისთვის წამლებს ვერ ყიდულობენ, თუ ერთ ბავშვს წამლები უყიდეს, დანარჩენები მშივრები დარჩებიან... საშინელი არჩევანია არა?!.

ზოგჯერ, ხვალინდელი დღის იმედით, ბავშვები მშივრები იძინებენ...

მიუხედავად ასეთი მძიმე მდგომარეობისა, ბატიაშვილებს ოჯახის კიდევ ერთი წევრი - სპანიელი ჯესი შეემატათ. ბავშვებმა მშიერი და შეშინებული პატარა ლეკვი ქუჩაში იპოვეს და მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ თავად ენატრებათ საჭმელი, ჯესი ვერ დატოვეს და სახლში შეიფარეს. დედა ხომ ყოველთვის ეუბნება მათ, რომ გასაჭირში არავინ დატოვონ, რომ პურის ბოლო ნამცეცი მშიერს გაუნაწილონ...

მიუხედავად მათი მდგომარეობისა, როგორც კი ბავშვების გაღიმებულ სახეებს და გაბრწყინებულ თავალებს დაინახავთ, მათ საშინელ საარსებო გარემოს ვეღარ შეამჩნევთ.

ოჯახი ცდილობს, ამ მძიმე მდგომარეობას თავი დააღწიოს, მამა არჩილი მთელი დღეები ლუკმა-პურის საშოვნელადაა გასული, არანაირ სამუშაოს არ თაკილობს და ზოგჯერ მხოლოდ საჭმლისთვის მუშაობს. მაგრამ მრავალშვილიანი ოჯახისთვის, ეს საკმარისი არ არის!

ბატიაშვილების ოჯახს პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, მედიკამენტები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და შეშა სჭირდება!

საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ იწყებს აქციას ბატიაშვილების ოჯახის მხარდასაჭერად. თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ბატიაშვილების ოჯახი) ან პირდაპირ ფონდის ვებ-გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/119/

ნუ დარჩებით გულგრილი, გაუკეთეთ სიკეთე ამ პატარებს და იგი თქვენ ბავშვებს დაუბრუნდება!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42