მეშახტეების გაფიცვის მე-13 დღე - ტყიბულში დაძაბული ღამის შემდეგ სტაბილური ვითარებაა
საზოგადოება - 10:24, 26 Feb, 2016     1440
ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროს ადმინისტრაციულ შენობასთან ამ დროისთვის სიმშვიდეა. თუმცა მეშახტეები გაფიცვის და საპროტესტო აქციებს დღესაც აგრძელებენ. მათი მოთხოვნები უცვლელი რჩება, ისინი ხელფასების 40%-ით გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ისინი დღეს აქციის გამართვას უკვე მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან გეგმავენ. გაფიცულები ასევე ითხოვენ მოლაპარაკებებში ხელისუფლების წარმომადგენლებიც ჩაერთონ. საქნახშირის ხელმძღვანელობა სამუშაო და უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესებაზე თანახმაა, თუმცა ხელფასების გაზრდის შესაძლებლობას ამ ეტაპზე გამორიცხავს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ საქნახშირის შენობაში გაფიცული მეშახტეები შეიჭრნენ. ისინი ადმინისტრაციაში ფანჯრიდან შევიდნენ. კომპანიამ მალევე განცხადება გაავრცელა და დაადასტურა, რომ მეშახტეებმა შენობა დაარბიეს. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავებიც. აქციის მონაწილეებმა შენობა უკვე დატოვეს და პროტესტს გარე პერიმეტრზე განაგრძობენ.

გაფიცულ მაღაროელებსა და დამსაქმებელ კომპანიას შორის შუამავლის ფუნქციას ჯანდაცვის სამინისტრო ასრულებს. უწყების წარმომადგენლის ინფორმაციით, მოლაპარაკებების პროცესი დაწყებულია. მისი განმარტებით, კომპანიამ გაფიცულებს ახალი სახელფასო მოდელი წარუდგინა და მათ უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებასაც დაპირდა. ელზა ჯგერენაიას ინფორმაციით, გაფიცულების საინიციატივო ჯგუფი შეთავაზებით კმაყოფილია.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42