თიბისი არტ გალერეა გამოფენას „ჩემი სახლი“ მასპინძლობს
საზოგადოება - 17:19, 25 Feb, 2016     1614
თიბისი არტ გალერეაში გამოფენა „ჩემის სახლი“ გაიხსნა. ექსპოზიცია სპეციალურად იტალიური საერთაშორისო არტ-პროექტისთვის - Vico Vitrri Arte შექმნილი მულტიმედიური პროექტის გაგრძელებაა, რომელიც 2015 წლის დეკემბერში პიზის პროვინციაში, XII საუკუნის უპიცინიგის კოშკში გამოიფინა. “ჩემი სახლი“ თანამედროვე ქართველი და უცხოელი მხატვრების ნამუშევრებს აერთიანებს. გამოფენაზე მამია მალაზონიას, ირაკლი სუთიძის, მარიამ იზორიას, ალექსანდრე მიქაძის, გუგა კოტეტიშვილის, ლევან დადიანის, ბრის მატეის, გერჰარდ შაბელისა და ჰუსეინ ჰაქვერდის ნამუშევრებია წარმოდგენილი. პროექტის დასახელება - ”ჩემი სახლი” შემთხვევითი არ არის, რადგან მისი კონცეფცია მთლიანად ქვეყნის, მისი იდენტობისა და კულტურის დემონსტრირებაა. გამოფენა საერთაშორისო დამთვალიერებლისათვის იმ ღირებულებათა გაზიარებას გულისხმობს, რითიც საუკუნეების მანძილზე არსებობს და ვითარდება ქართული კულტურა. პროექტის ავტორი ხელოვნებათმცოდნე, თიბისი არტ გალერეის დირექტორი, ქეთევან კორძახიაა.

იტალიაში, ტოსკანის რეგიონში საერთაშორისო არტ-პროექტი -Vico Vitri Arte უკვე 14 წელია ტარდება და მასში მთელი წლის განმავლობაში იტალიელ მხატვრებთან ერთად მონაწილეობას უცხოელი არტისტები იღებენ. ყოველწლიური Vico Vitri Arte საშობაოდ, დიდი სადღესასწაულო ღონისძიებით გვირგვინდება, წელს სწორედ ამ საზეიმო დახურვაზე ქართული პროექტი საგანგებოდ იყო მიწვეული.

„ჩემი სახლი“ იტალიის შემდეგ, უკვე ქართველ დამთვალიერებელს თიბისი არტ გალერეაში 15 მაისამდე ელოდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42