გუდიაშვლის მოედანზე სამ არქიტექტურულ პროექტზე საერთაშორისო კონკურსი გამოცხადდა
საზოგადოება - 12:19, 25 Feb, 2016     941
თბილისის განვითარების ფონდმა გუდიაშვილის მოედანზე მდებარე გია აბესაძის ქ. 23/1, აბო თბილელის ქ. 3/8 და N3- ის არქიტექტურულ პროექტებზე საერთაშორისო კონკურსი გამოაცხადა.

კონკურსის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეკონსტრუქციის და ისტორიულ გარემოსთან ადაპრიტერებული თანამედროვე შენობის საუკეთესო საპროექტო წინადადების გამოვლენა.

კონკურსის შედეგად შეიქმნება ისეთი პროექტები, რომლებიც თავისი ფუნქციით, ფორმებით და მასშტაბით გუდიაშვილის მოედნის განაშენიანების შესატყვისი იქნება. გუდიაშვილის მოედანზე შეიქმნება ახალი, თანამედროვე არქიტექტურული ნიმუშები, რომლებსაც კულტურული და საზოგადოებრივი ფუნქციური დატვირთვა ექნება.

ახალი თანამედროვე შენობები, ხელს შეუწყობს ისტორიული უბნის განვითარებას, ახალი ტურისტული ნაკადების გაჩენას და გუდიშვილის მოედნის არეალის გამოცოცხლებას.

საკონკურსო წინადადების მიხედვით, გია აბესაძის ქუჩა N23/1 - ში შეიქმნება გალერეის ფუქნქციის სივრცე, ხოლო აბო თბილელის ქ.3/8 და აბო თბილელის ქ.3-ში სასტუმროს, კაფე-ბარის, პარკინგის და მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვადასხვა სივრცეები შეიქმნება.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა არქიტექტორს, ინტერდისციპლინარულ ჯგუფს, ორგანიზაციას, ან არქიტექტურულ სახელოსნოს.

კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ სტუდენტებსა და საკონკურსო კომისიის წევრებთან საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებულ ურთიერთობებში მყოფ პირებს.

აბო თბილელელის ქ. N3/8 და N3-ში ში პროექტის შესდივის სავარაუდო ღირებულება 186 000 ლარია, ხოლო გია აბესაძის 23/1 პროექტის ღირებულება 175 000 ლარს შეადგენს.

საკონკურსო წინადადებების მიღება იწყება 16 მარტიდან და მთავრდება 21 მარტს (აბო თბილელის ქ. 3/8 დაN3 16:00 საათამდე, აბესაძის ქ. N23/1 14:00 საათამდე). წინადადებების მიღება მოხდება ელექტონული წესით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე.

საკონკურსო კომისიაში მოწვეულნი არიან ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები და არქიტექტორები.

კონკურსების შესახებ დეტალური ინფორმაცის მიღება შესაძლებელია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე:

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=178765&lang=ge

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=178626&lang=ge

ასევე, თბილისის განვითარების ფონდის ვებ გვერდზე

http://www.tdf.ge/index.php/2014-11-07-15-06-09/2014-11-08-17-10-32

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ტელ: +995 32 2 47 00 14 ; info@tdf.ge; g.magradze@tdf.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42