სარჩელის უზრუნველყოფის აღსრულება - აღრულების ეროვნული ბიურო საინფორმაციო ბარათს აქვეყნებს
საზოგადოება - 11:52, 25 Feb, 2016     1593
აღსრულების ეროვნული ბიურო მორიგ, პრევენციული ხასიათის საინფორმაციო ბარათს აქვეყნებს. ბარათის თემაა: სარჩელის უზრუნველყოფის აღსრულება.

აღსრულების ეროვნული ბიუროს განმარტებით, სარჩელის უზრუნველყოფის აღსრულება გულისხმობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას.

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს:

ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან;

მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა;

მოპასუხის დავალდებულება, გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ნივთი აღმასრულებელს სეკვესტრის (ქონების იძულებითი მართვა) სახით;

სხვა პირებისათვის აკრძალვა იმისა, რომ მოპასუხეს გადასცენ ქონება ან შეასრულონ მის მიმართ რაიმე ვალდებულება;

სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ორგანიზაციის ან თანამდებობის პირის სადავო აქტის მოქმედების შეჩერება და სხვა.

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით კრედიტორმა უნდა მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

სარჩელის უზრუნველყოფის აღსრულების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად წარდგენისას კრედიტორმა აღსრულების ეროვნულ ბიუროში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

პირადობის მოწმობა

სააღსრულებო ფურცლის დედანი;

გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი;

მინდობილობა (თუკი დოკუმენტაცია შემოაქვს კრედიტორის წარმომადგენელს).

სააღსრულებო ფურცლის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, კრედიტორი იხდის აღსრულების საფასურს, რომელიც შეადგენს თითოეულ რეგისტრაციას დაქვემდებარებულ ნივთზე (მოთხოვნაზე) 100 ლარს. საფასურისგან კრედიტორი თავისუფლდება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ხორციელდება დაუყოვნებლივ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42