ფოთში, მალთაყვაში სოციალურად დაუცველებს რამდენიმე დღეა ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. ამის გამო მათ აქცია გამართეს და გზა გადაკეტეს.
აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი ყოფილი სასტუმროს შენობაში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ შესაბამისად, ისინი ელექტროენერგიის საფასურის გადახდას ვერ ახერხებენ და "ენერგო-პრო ჯორჯიას" დახმარებას სთხოვენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ შენობაში მცხოვრებლები ერთი მრიცხველით სარგებლობენ. ისინი კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას" ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას სთხოვენ.
გასულ თვეში მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურმა 1000 ლარს გადააჭარბა, რისი გადახდის ფინანსური საშუალება, როგორც მოსახლეობა აცხადებს, არ აქვთ.
აქციის მონაწილეებს ფოთის ვიცე მერი ლევან ჩოჩია შეხვდა და სოციალურად დაუცველებს დახმარებას დაჰპირდა, თუმცა გამართულ აქციას "მართული" უწოდა.
მერმა არ დააკონკრეტა ვისგანაა მართული აქცია.
როგორც "ენერგო-პრო ჯორჯიას" კომპანიის წარმომადგენელი ეკა ურიდიას აცხადებს, მოსახლეობასა და კომპანიის ადგილობრივ წარმომადგენლებს შორის ამ წუთებში შეხვედრა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც დეტალები გახდება ცნობილი. სოციალურად დაუცველები აცხადებენ, რომ თუ მათი მოთხოვნა დროულად არ დაკმაყოფილდა, საპროტესტო აქციებს.
მასალის გამოყენების პირობები






