ქუვეითმა საქართველოდან პირუტყვის იმპორტი აკრძალა - რას ამბობს საქართველოს სურსათის სააგენტო
საზოგადოება - 14:49, 23 Feb, 2016     4242

ქუვეითის სასოფლო სამეურნეო საქმეთა და თევზის რესურსების უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ქუვეითმა საქართველოდან პირუტყვის იმპორტი აკრძალა.

განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილება ეფუძნება ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ წლიურ ანგარიშს, სადაც მითითებულია, რომ საქართველოში აღინიშნება კატარული ცხელების (Bluetongue disease) ეპიდემია.

"დაავადების გამოვლენის შემთხვევაში პირუტყვი დაბრუნდება უკან საქართველოში"- წერს ქუეითის სასოფლო სამეურნეო საქმეთა და თევზის რესურსების უწყება.

აღნიშნულ განცხადებას სურსათის ეროვნული სააგენტო გამოეხმაურა. მათი თქმით, საქართველოში ცხვრის კატარალური ცხელების (Bluetongue) არსებობა არ დადასტურდა.

როგორც სურსათის სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, რომელიც თავის მხრივ ვალდებულია, მიაწოდოს ინფორმაცია ყველა წევრ ქვეყანას.

„ამის მიუხედავად, საინფორმაციო საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცხვრის კატარალური ცხელების გამო ქუვეითის სასოფლო-სამეურნეო საქმეთა და თევზის რესურსების უწყებამ საქართველოდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აკრძალა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოდან ქუვეითში ცოცხალი ცხოველების ექსპორტი ბოლო ოთხი წელია, არ განხორციელებულა. ქართული მხარე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეჭვი საქართველოში დაავადება ცხვრის კატარალური ცხელების (Bluetongue) შესახებ არ დადასტურდა.

(იხილეთ ბმული http://www.oie.int/wahis_2/public/wahid.php/Reviewreport/Review?reportid=19690) საქართველოში აღებული ნიმუშები გადაიგზავნა ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პირბრაიდის (დიდი ბრიტანეთი) რეფერალურ ლაბორატორიაში - გაგზავნილი 11 ნიმუშიდან ცხვრის კატარალური ცხელება არცერთში არ აღმოჩნდა. საქართველოს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო ამის შესახებ ექსპორტიორ ქვეყანებს და ცხოველთა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წევრებს დამატებით აცნობებს“,-ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42