შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძარცვის ვერსია გუშინვე გამორიცხა. შსს ინფორმაციით, თანხა და ოქროულობა სახლში გამოსაჩენ ადგილას იყო განთავსებული და წაღებული არ არის.
ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე საზარელი მკვლელობა გუშინ ზემო ფონიჭალაში მოხდა.
ოჯახის დიასახლისი ნონა რომანაძე საცხოვრებელი ბინის მისაღებ ოთახში ყელგამოჭრილი იპოვეს, ხოლო 3 წლის გოგონა საძინებელში დამწვარი ნახეს. მეზობლების ინფორმაციით, მათ ცხედრები დაახლოებით 12:00 საათზე მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ბინიდან გამომავალი კვამლი შენიშნეს.
როგორც "ნიუპოსტს" მამფოროების ოჯახის ახლობელმა განუცხადა, ისინი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამორიცხავენ, რომლის მიხედვითაც 3 წლის გოგონა დაიწვა, რის შემდეგაც დედამ თავი მოიკლა.
"ამ ინფორმაციას კატეგორიულად გამოვრიცხავთ, ნონა მზრუნველი დედა იყო და პატარას მარტო არასდროს ტოვებდა, ჩვენ მაინც გვგონია, რომ ახალგაზრდა ქალი და მისი შვილი ძარცვის მიზნით მოკლეს"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" მამფორიების ახლობელმა.
მისი თქმით, ოთარ მამფორია ძმასთან იმყოფება, სახლი კი სადაც მკვლელობა მოხდა დალუქულია.
მეზობლები მოკულის დადებითად ახასიათებენ. მათი თქმით, ნონამ და ოთარმა დაახლოებით 4 წლის წინ იქორწინეს. ქალს შინ 8 წლის გერი დახვდა. მოზარდის ბიოლოგიური დედა ონკოლოგიური დაავადებით გარდაიცვალა.
" თითით საჩვენებელი დედა იყო. ბავშვებს ერთმანეთისაგან არ არჩევდა. ხელს ჩაკიდებდა და ყველგან ერთად დადიოდნენ. ბავშვი დილით მამამ გაიყვანა სკოლაში, შინ კი ცოლ-შვილი დატოვა. შოკშია ბავშვი, გამუდმებით ტირის"- გვითხრა მეზობელმა.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები