„მაგდას ჩანაწერილი მართლაც მე ვიპოვე. მას ექსპერტიზაც ჩაუტარდა და დადგინდა, რომ მისი ხელწერაა. ეგენი (პაპიძის ოჯახის წევრები) ბევრს ტყუილს ამბობენ და არც მაინტერესებს, რამდენ უაზრობას იტყვიან. მთავარია, ეს დეტალი დამოწმებულია და მისი კალიგრაფიაა. სხვა არავინ შევიდოდა მის ოთახში და არავინ დაწერდა და დატოვებდა ჩანაწერს. ფურცელი ბავშვის ზღაპრების წიგნში იყო ჩატოვებული და იქ ვიპოვე.
თავიდან არ მჯეროდა, რომ მაგდა ამ საშინელების გამკეთებელი იყო, თქვენ წარმოიდგინეთ, მართლა არ მჯეროდა და როცა დააკავეს, მის ჯანმრთელობაზეც კი ვზრუნავდი.
2-3 დღის შემდეგ ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა, ამბობებ, რადგან დიაბეტი ჰქონდა, თითქოს იმან გამოიწვია აფექტი და მისი ეს ქმედება, მაგრამ მაგდა მშვენივრად აზროვნებდა და კარგადაც იყო.
მისი და ამბობს, აწეული ჰქონდა შაქარიო, არაფერი არ ჰქონდა აქეული, იმ საღამოს მშვენიერ აზრზე იყო, ჩემს ოთახში შემოდიოდა და სისხლიან ტილოებს რეცხავდა სარეცხ მანქანაში. ვერაფერს ვეღარ გეტყვით, ყველაფერი გაირკვევა“ - ამბობს ქმრისა და 5 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის დედამთილი.
მასალის გამოყენების პირობები