მკვლელობის მოტივი – “შავი კარტი” - "პროკურორის მკვლელობის მოტივი დადგენილია"
კრიმინალი - 12:56, 22 Feb, 2016     17607
პროკურორის მკვლელობის მოტივი დადგენილია - ამ სათაურით აქვეყნებს გაზეთი "პრაიმტაიმი" მასალას, სადაც სამეგრელო ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის ვახტანგ ქირიას მკვლელობის სავარაუდო მოტივზეა საუბარი.

გამოცემა წერს, რომ მკვლელობის მოტივი “შავი კარტი” შეიძლება იყო. ჟურნალისტის ინფორმაციით, სწორედ ამ ვერსიაზე მუშაობს შოთაძის უწყება.

პრაიმტაიმი ბიძინა კუჭავას აზარტული მოთამაშედ განიხილავს და წერს, რომ ეს უკანასკნელი ე.წ. ხელზე „გამაზვასაც“ მიმართავდა.

ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე მან პროკურორ ქირიას კარტი, სავარაუდოდ, „სეკა“ ეთამაშა და საკმაოდ სოლიდური თანხა წააგო. ქირია კუჭავას სწორედ ე.წ. „თავანის“ ჩაბარებას სთხოვდა და ამ მიზნით სადარბაზოსთან არაერთხელ იყო მისული.

მათივე ინფორმაციით, უკვე დაკითხულია რამდენიმე მოწმე, რომელსაც შესაძლოა, ჰქონდეთ ინფორმაცია კუჭავას მიერ ქირიასთან წაგებული თანხის შესახებ.

იმას რომ საგამოძიებო ორგანო ამ მიმართულებით მუშაობს, კუჭავებისა და ქირიების ოჯახში არ უარყოფენ” –

„გამომძიებელმა გვითხრა, შესაძლოა, „შავ კარტს“ თამაშობდნენ და მაგის გამო მოხდა მკვლელობაო. ვერ წარმომიდგენია, პროკურორს „შავი კარტის“ თამაშის დრო ჰქონდეს. ანუ, მათი ვერსიით, მოქმედი პროკურორი ზუგდიდიდან დადიოდა იმისთვის, რომ მთელი ღამე კარტი ეთამაშა ბიძინა კუჭავასთან და მერე უკან წასულიყო. გვითხრეს, ვითომ ღამე თამაშობდნენ ჩუმად „შავ კარტს“. ჯერ ერთი, ბიძინა ყოველ ღამე სახლში იყო და მეორეც, ვალის გამო დღეს ვინ კლავს ადამიანს. კარტი რომ ითამაშო, მინიმუმ, 5 საათი მაინც უნდა იჯდე. ასეთი დროით ბიძინა ღამე სახლიდან არასოდეს გასულა. ბიძინა თავის დროზე რულეტკას თამაშობდა, კარგად ესმოდა. კარტი არასდროს უყვარდა და არც თამაშობდა. კი ბატონო, აზარტული იყო, აგებდა და იგებდა კიდეც, მაგრამ ეს იყო მისი ბიზნესიდან გამომდინარე“, – ამბობს “პრაიმტაიმთან” საუბრისას ბიძინა კუჭავას ქვრივი.

მარი ნიკოლოზაშვილს თქმით, მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ვახტანგ ქირია ბიძინა კუჭავას შეხვდა და მათ ავტომობილში საუბრობდნენ.

„ქირია ახალ წლამდე იყო მოსული, კორპუსთან მანქანაში ისხდნენ და საუბრობდნენ. ეს იყო დეკემბერში. მაშინ სახლში არ ამოსულა. შემდეგ, საახალწლოდ იყო მოსული, ხილი მოგვიტანა – ჩემი ეზოს ხილიაო. ზოგადად, თბილისში რამდენჯერაც ჩამოვიდოდა, ბიძინას დაურეკავდა და ხვდებოდნენ ხოლმე ერთმანეთს. ალბათ, საქმეზე ლაპარაკობდნენ. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ბინძურ შურისძიებას. ეჭვი გამიჩნდა, რომ ვიღაცას ბიძინა კუჭავას ჯინი ჰქონდა და ასეთი სიბინძურეები აუგორეს"- აცხადებს ბრალდებულის მეუღლე.

ნიკოლოზაშვილი დარწმუნებულია, რომ ბიძინა კუჭავა და ვახტანგ ქირია ორივე მოკლულია.

"აშკარაა, რომ პროკურორი რაღაც ინტერესებს შეეწირა. ძველ, ბურუსით მოცულ საქმეებს ჰგავს მისი მკვლელობა, ჩემი ქმარი კი ნაჩქარევად მიაკლეს ზედ“, – აცხადებს მარი ნიკოლოზაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42