ცნობილი გახდა, რომ 10 თებერვალს დაპატიმრებული სერგო ცოცხალიშვილი, რომელიც ქურდულ სამყაროში „ზურა კახეტინეცის“ სახელით არის ცნობილი, ციხეში „კანონიერ ქურდად" არ აღიარეს. მას შემდეგ, რაც რუბენ კოსიანი და იკა ბულისკირია იანვრის ბოლოს კოლონიებში გაუშვეს, სანკტ-პეტერბურგში არცერთი „კანონიერი ქურდი“ აღარ დარჩა. ქალაქში ზურა ,,კახეტინეცის" სტუმრობამ ეს სიტუაცია ვერ შეცვალა - მისი „უფლებამოსილებების“ დასადგენად სხვა თავისუფლებაზე მყოფ ქურდებს მიმართეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მის ტიტულს არცერთი აღიარებდა. მათი განცხადებით ზურა ცნობილია, როგორც ბანდიტი, მაგრამ არა როგორც ქურდი. კერძოდ რევაზ სესკურიამ (ვეფხო), რომელიც ადრე პეტერბურგში „მოღვაწეობდა“, ის ფაქტიც კი გაიხსენა, თუ როგორ მიატოვა იგი ზურამ და გაიქცა, როდესაც ვეფხო დაჭრილი იყო. ამ ამბავს საბერძნეთიდან გამოეხმაურა „ჩიკორა“ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ზურას ჩადენილი აქვს საქციელები, რომელიც „კანონიერ ქურდს“ არ შეეფერება.
ამ პოლემიკის დროს გაიხსენეს ანალოგიური სიტუაცია, როდესაც უარყვეს ზურას მეგობრის ლაშა ბარათელის სტატუსი.
ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება არის იმ ავტორიტეტებზე დარტყმა, რომლებმაც ,,კახეტინეცი" თურქეთში „აკურთხეს“, კერძოდ სურგუტსკიზე, როვშანზე, ჭურაძეზე და აშ. მათ სცადეს რაღაც დაეპირისპირებინათ ვეფხოსთვის, მაგრამ ზურა კახეტინეცს პეტერბურგშ ამან არ უშველა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ რუსეთის შსს-ში, რომელიც ნახევრად სამხედრო ორგანიზაციაა, გავრცელებულია ნახევრადოფიციალური განკარგულება, რომ თურქეთთან დაძაბული ურთიერთობის გამო, ყველა ვინც თურქეთშია, განსაკუთრებით კი ,,კანონიერი ქურდები", ჩაითვალონ „სახელმწიფოს მტრად“, ხოლო ე.წ. „ბერძნები“, რადგან ისინი თურქეთში მყოფ ქურდებს მტრობენ, შსს-ს მეგობრებად. შესაბამისად ზურა „არ არის ჩვენიანი“, შესაბამისად არ არის „კანონიერი ქურდი“.
ამ დაძაბული სიტუაციის შემდეგი მოქმედება „ბუტირკას“ ციხეში უნდა განვითარდეს, სადაც ამ თემაზე პასუხს სერიოგა ასატრიანისაგან ელოდებიან.