აღმაშენებლის გამზირზე, პროექტ „ახალი ტფილისი“-ს ფარგლებში, საინფორმაციო ცენტრი გაიხსნება
საზოგადოება - 10:42, 21 Feb, 2016     2449

აღმაშენებლის გამზირზე, პროექტ „ახალი ტფილისი“-ს ფარგლებში, საინფორმაციო ცენტრი გაიხსნება. აღნიშნული ცენტრი თბილისელებს, დედაქალაქის სტუმრებსა და ინვესტორებს მოემსახურება და პროექტის მიმდინარეობის შესახებ მათ სრულ ინფორმაციას მიაწვდის.

პროექტ „ახალი ტფილისი“-ს ფარგლებში სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული. 27 სახლზე უკვე დასრულებულია ხარაჩოების მოწყობა, დამონტაჟებულია მტვრის დამჭერი, სამშენებლო ფარდები.

ამ დროისათვის, გასუფთავებულია ფასადური ნალესი, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გამაგრებითი სამუშაოები, მაგრდება საძირკვლები. განხორციელდა იმ აივნების დემონტაჟი, რომელთა ადგილზე რეაბილიტაციაც შეუძლებელი აღმოჩნდა და აღსადგენად სპეციალურ საამქროშია გადატანილი, ხოლო ის აივნები, რომლებიც ადგილზე რეკონსტრუქციას ექვემდებარებოდა, შეკეთების პროცესშია. იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები.

პროექტის მიმდინარეობას თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან და მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროს გიორგი ბაგრატიონთან ერთად, ადგილზე გაეცნო და სამუშაოების მწარმოებელ კომპანიებს კონკრეტული მითითებები მისცა.

„მუშაობა მიმდინარეობს ძალიან აქტიურად, ჯერჯერობით, ამ ეტაპზე, სადემონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს გეგმა-გრაფიკის მიხედვით. მნიშვნელოვანია ის, რომ სადემონტაჟო სამუშაოების პარალელურად ჩვენ დავიწყეთ მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა, იმისათვის, რომ პროცესი არ შეფერხდეს, მუდმივი მონიტორინგი განხორციელდება, შესაბამისად ვხსნით ადგილზე შტაბს, სადაც ყოველდღიურად იქნება ანგარიშების ჩაბარება და დაინტერესებული პირები, მოქალაქეები მიიღებენ ინფორმაციას სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ, პერიოდულად მივცემთ მითითებებს მშენებლებსა და ზედამხედველებს, იმისათვის, რომ პროცესი წარიმართოს ნორმალურად. ჩვენი მთავარი აქცენტი, აქაც, სამუშაოების დროულად და ხარისხიანად წარმოებაზე იქნება გაკეთებული,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ზემოაღნიშნული სამუშაოების პარალელურად, აღმაშენებლის გამზირზე, სპეციალურად მოწყობილ საამქროში მე-19 საუკუნის მე-2 ნახევრით დათარიღებული ფასადური ორნამენტების რესტავრაცია მიმდინარეობს. ორნამენტები გასუფთავებისა და პირვანდელი სახით აღდგენის შემდეგ, ძველ ადგილებს დაუბრუნდება, რის შემდეგაც შეიცვლება ქუჩაზე არსებული ვიტრაჟები და ფანჯრები, ამასთან, შეკეთდება სახურავები და შეიღებება ქუჩის ფასადური ნაწილი.

პროექტი „ახალი ტფილისი“ გულისხმობს ქალაქში ახალი მასშტაბური საზოგადოებრივ-რეკრეაციული სივრცეების გაჩენას, ახალი ტურისტული მარშრუტის შექმნას, მოედნების, გალერეების მოწყობას, ისტორიული უბნების არქიტექტურული იერსახის შენარჩუნებასა და განვითარებას.

პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირის, კერძოდ, აღმაშენებლის მოედნიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე, მშრალი ხიდისა და ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდება. აღნიშნულ არეალში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე 47 საცხოვრებელ სახლს, სადაც უმეტესწილად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია, სრული რეაბილიტაცია, რესტავრაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება.ქუჩაზე მთლიანად შეიცვლება საინჟინრო და საკომუნიკაციო ქსელები, მოეწყობა ინფრასტრუქტურა, გამაგრდება და პირვანდელი სახით აღდგება ისტორიული შენობა -ნაგებობები, განახლდება გამზირის იერსახე - საფეხმავლო და სამანქანო სავალი ნაწილის საფარი, მოეწყობა გადასასვლელები, მოპირკეთდება ქუჩა, დამონტაჟდება ახალი განათების სისტემა და მანიშნებლები, გამწვანდება ტერიტორია.

ამასთან, აღნიშნული სამუშაოების განხორციელების შემდეგ ტერიტორია სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

პროექტ „ახალი ტფილისი“-ს პირველი ეტაპი 2016 წლის ბოლომდე დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42