"ორი შვილი ტრაგიკულად დამეღუპა, პატრონი არავინ მყავს"-მარტოხელა მოხუცს დახმარება მოუხსნეს
საზოგადოება - 21:49, 19 Feb, 2016     10090
,,რას ამბობ ბაბუ, იმხელა ქულები მოგივიდა შენზე მდიდარი არავინ იქნებაო“-ამ სიტყვებით გამოისტუმრეს გარეთ ლანჩხუთის სოფელ ჩოჩხათში მცხოვრები 82 წლის გურამ ჭანტურია, როცა ის სოციალური მომსახურების სააგენტოში, სოცაგენტის მიერ ხელახალი გადამოწმების შედეგის გასაგებად მივიდა. მარტოხელა მოხუცი მხოლოდ პენსიის იმედადაა და სხვა შემოსავალი არაფერი გააჩნია. პატარა, ერთსართულიანი სახლი, კრამიტითაა დახურული, რომელიც აქა-იქ დამტვრეული და აყრილია, ამიტომ უამინდობის დროს წვიმის წყალი ოთახებში ჩამოსდის. 82 წლის მოხუცი ყვება, რომ ჩამტვრეული იატაკის გამო სახლში მუდმივად ნესტია. ამბობს, რომ სახლში ძვირადღირებული არც ავეჯი აქვს და არც თანამედროვე ტექნიკა გააჩნია. ამიტომ მისთვის გაუგებარი რჩება თუ რატომ ვერ იღებს სოციალურ შემწეობას: ,, უბანს, სადაც მე ვცხოვრობ წიაღობანს ეძახიან. დაახლოებით 50-მდე ოჯახი ცხოვრობს და სოფელში ჩემზე გაჭირვებულს ვერავის ნახავთ. მეზობლები კი მეხმარებიან, მაგრამ ისეთი დროა, ყველას საკუთარი თავი გასჭირვებია. სოფელში შემოსავალიც არაფერი აქვს ხალხს. ჩემსავით ნატანჯი აქ კი არა, რაიონში არ იქნება არავინ. ორი შვილი მყავდა და ორივე ტრაგიკულად დამეღუპა, პატრონი არავინ მყავს. სახლში სულიერი მხოლოდ ერთი ძროხა მყავს და მორჩა. მიწას მე ვერ ვამუშავებ და ვერაფერი, ჩემი ასაკიდან გამომდინარე. ფიზიკურად ვეღარ ვმოძრაობ გარეთ. წამლებში არ მყოფნის ეს პენსია. რა იყო ისეთი, რა ნახა იმ აგენტმა ჩემთან სახლში რომ ამხელა ქულები მომანიჭა? სოციალურ სამსახურში ჩემი ქულები რომ მითხრეს ცუდად გავხდი, იმდენად მაღალი იყო“ _ აცხადებს გურამ ჭანტურია და დასძენს, რომ აქამდე პენსიასთან ერთად როგორც მარტოხელა, 22 ლარიან დახმარებასაც იღებდა, თუმცა ისიც მოუხსნეს: ,, ერთადერთი ეგ მქონდა მარტოხელობის პენსიას ვიღებდი და ახლა ესეც მომიხსნეს. დავრჩი მარტო ასაკის პენსიის ამარა და ისიც წამლებში მიმდის. ერთი ჰექტარი მიწა დამიწერა აგენტმა საკუთრებაში, სად მაქვს ეს მიწა, ვიცოდე მაინც"


რატომ დარჩა 82 წლის გურამ ჭანტურია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზის მიღმა, ფულადი შემწეობის შეწყვეტა უკავშირდება დეკლარაციაში შეტანილ ახალ შეძენილ რაიმე ნივთს ან სხვა შენაძენს, თუ ეს იმ არ გასაჯაროებული მიდგომის ნაწილია, როცა მარტოხელა პენსიონერებს ავტომატურად უწყდებათ დახმარება ამ კითხვებით "გურიის მოამბე" ლანჩხუთის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს, ეკატერინე წილოსანს დაუკავშირდა.

როგორც წილოსანმა განაცხადა, ის ორშაბათამდე კონკრეტული პასუხის გაცემას ვერ შეძლებს, გამომდინარე იქედან, რომ შაბათ-კვირას სამსახური ისვენებს და მონაცემთა ბაზიდან რაიმე ინფორმაციის ამოღება შეუძლებელია.


თეა იოსელიანი- გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42