ერთ-ერთი მათგანია 36 წლის ირინა გაბინაშვილი, რომელიც 6 შვილთან ერთად რუსთავში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და თავს სასაფლაოების დალაგებით ირჩენს.
ბედის ანაბარად დარჩენილი ქალის ისტორიას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ 6 შვილიდან 4-ს მძიმე ქრონიკული დაავადება აღენიშნება.
18 წლის შვილს კი ონკოლოგიური დაავადება აქვს და სასწრაფო მკურნალობის გერმანიაში საჭიროებს. "ნიუპოსტთან" საუბრისას ირინამ ისიც თქვა, რომ მისი ყოფილი ქმარი მასზე და შვილებზე ძალადობდა. ამჟამად მის ყოფილ მეუღლეს შემაკავებელი ოქმი აქვს.
ამბობს, რომ ბინის ქირასა და კომუნალურებს კეთილი ადამიანების შემოწირულობით იხდიდა, თუმცა ბოლო ერთი თვის გადაუხდელობის გამო ბინის პატრონმა მათი ქუჩაში გაყრით დაემუქრა.
"ჩემს მდგომარეობას გაუსაძლისიც აღარ ჰქვია, უმძიმესი დიაგნოზი აქვს უფროსს ვაჟს მას ყელში სიმსივნე აქვს. სამკურნალო ფული კი არ გვაქვს, მეტიც საჭირო ანალიზებიც ვერ გავუკეთე რომ სხვადასხვა ფონდებს მივმართო. დანარჩენი ბავშვებიც უჩივიან ჯანმრთელობის პრობლემებს, მათ ქრონიკული დაავადებები აღენიშნებათ. ავადმყოფი შვილების გამოკვებას ხშირ შემთხვევაში ვერ ვახერხებ, სოციალური დახმარება წამლებში მიდის. თუ გამიმართლა და სასაფლაოების დალაგება მთხოვეს კარტოფილს და პურს ვყიდულობ რომ ბავშვები მშივრები არ დავაწვინო. გარდა ამისა ბისერებით სამკაულებსა და ჩარჩოებს ვაკეთებ. ბავშვები სკოლაში თითქმის არ დადიან, აცდენენ, რომ რაღაცნაირად ჯართი მოაგროვონ და სახლში პურის ფული მოიტანონ. ვიცი, რომ თქვენს სააგენტოს ძალიან ბევრი ადამიანი კითხულობს, იქნებ ვინმე გულისხმიერმა ნახოს ეს მასალა და დამეხმაროს"- უთხრა "ნიუპოსტს" ქალბატონმა ირინამ.
დახმარების მსურველებს შეუძლიათ ირინა გაბიაშვილს თავად დაუკავშირდეს : (574) 45-32- 67
მასალის გამოყენების პირობები






