კონკურსის მთავარი მიზანი ახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდაჭერა, სხვადასხვა თემაზე პროექტების დაფინანსება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობაა. კონკურსის ბიუჯეტი 1 მილიონი ლარია.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, რომლებიც საკუთარ იდეებს წარმოადგენენ წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების შესაბამისად.
კონკურსთან დაკავშირებული სიახლეები, პროგრამული პრიორიტეტები და შეფასების კრიტერიუმები - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა - ტარიელ ხეჩიკაშვილმა, მინისტრის მოადგილემ რევაზ ჯაველიძემ და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორმა - ირაკლი ჟორჟოლიანმა მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნეს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია, ამავე სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ქაშიბაია;
მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ანა კვარაცხელია; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების დეპარტამენტის წარმომადგენელი სალომე შარაშენიძე
შემოსულ პროექტებს განიხილავს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბირო და გამოავლენს გამარჯვებულებს.

ახალგაზრდული იდეების კონკურსის პროგრამული მიმართულებებია:
ა) დასაქმების ხელშეწყობა და არაფორმალური განათლება;
ბ) ცხოვრების ჯანსაღი წესი და მასობრივი სპორტი;
გ) სამოქალაქო მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობა;
დ) ინოვაციებისა და ტექნოლოგიური გამოგონებების ხელშეწყობა (ახალგაზრდებში ინოვაციებისა და სტარტ-აპ ტექნოლოგიური გამოგონებების მხარდაჭერის პრიორიტეტი);
უპირატესობა მიენიჭება
რეგიონიდან შემოსულ პროექტებს, აგრეთვე მაღალმთიანი (საქართველოს კანონით „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ’’) და კომპაქტურად დასახლებული რეგიონებიდან წარმოდგენილ პროექტებს;
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროგრამების კოორდინატორებს:
პროგრამა N1. დასაქმების ხელშეწყობა და არაფორმალური განათლება
ავთანდილ ხანთაძე (პროგრამის ოფიცერი) – 599423004; a.khantadze@fondi.gov.ge
პროგრამა N2. ცხოვრების ჯანსაღი წესი და მასობრივი სპორტი
ბერდია ჩანქსელიანი (პროგრამის ოფიცერი) – 598114141; b.chankseliani@fondi.gov.ge
პროგრამა N3. სამოქალაქო მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობა
ილია ჩხეიძე (პროგრამის ოფიცერი) – 577950057; i.chkheidze@fondi.gov.ge
პროგრამა N4. ინოვაციებისა და სტარტ-აპ ტექნოლოგიური გამოგონებების მხარდაჭერა
ანა გარაყანიძე (პროგრამის ოფიცერი) – 577739972; a.garakanidze@fondi.gov.ge
ასევე, დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: www.fondi.gov.ge
მასალის გამოყენების პირობები






