თიბისი გალერეაში სანდრო ნებიერიძის კონცერტი გაიმართა
კულტურა - 11:11, 19 Feb, 2016     1505

თიბისი ბანკი ახალგაზრდა ხელოვანების მხარდაჭერას აგრძელებს. თიბისი გალერეამ 15 წლის მუსიკოსის, სანდრო ნებიერიძის კონცერტს უმასპინძლა. ახალგაზრდა პიანისტმა ცნობილი კომპოზიტორების სტრავინსკისა და შოპენის ნაწარმოებებთან ერთად საკუთარ ნაწარმოებები - პირველ საფორტეპიანო სონატა და ანსამბლი შეასრულა.

სანდრო ნებიერიძემ მუსიკის შესწავლა 5 წლის ასაკიდან დაიწყო. ამჟამად ის კონსერვატორიასთან არსებულ მუსიკალურ სემინარიაში საფორტეპიანო განყოფილებაზე სწავლობს პროფესორ ლალი სანიკიძის კლასში. ფორტეპიანოს გარდა სანდრო 9 წლიდან ეუფლება კომპოზიციას, კომპოზიტორ მაკა ვირსალაძესთან. დაწერილი აქვს ბევრი საფორტეპიანო ნაწარმოები, დუეტი ორი როიალისთვის, ანსამბლი „მზის სისტემა“ ოთხი ინსტრუმენტისთვის (ფორტეპიანო, ვიოლინო, ჩელო და ფლეიტა), საფორტეპიანო კონცერტი, საფორტეპიანო სონატა და ასე შემდეგ.

ის არაერთი საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის ლაურეატი და გამარჯვებულია. 2015 წელს სანდრომ მონაწილეობა მიიღო ფესტივალში „ფანარტი“, სადაც გაიმარჯვა და თიბისი ბანკის რჩეული გახდა. თიბისი ბანკმა მას ფულადი პრემია გადასცა და სოლო კონცერტის ჩასატარებლად გალერეა დაუთმო. „ფანარტის“ გამარჯვებული კიდევ ერთ საჩუქარს ნიკოლოზ რაჭველისგან მიიღებს. 2016 წლის გაზაფხულზე სანდრო ნებიერიძე ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით თავის პირველ საფორტეპიანო კონცერტს შეასრულებს.

თიბისი გალერეაში გამართულ კონცერტს სანდროს თაყვანისმცემლები და მუსიკალური საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრებიან.

სანდრო ნებიერიძის კონცერტი ერთ-ერთია იმ ღონისძიებათაგან, რომელსაც თიბისი ბანკი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ახორციელებს. გალარეა რეგულარულად ეთმობაახალგაზრდა, ნიჭიერ ხელოვანებს სხვადასხვა სფეროდან, რათა მათთვის ხელმისაწვდომი იყოს საჯარო სივრცე, სადაც ისინი საკუთარ შემოქმედებას ფართო საზოგადოებას წარუდგენენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42