მუსიკისა და დრამის თეატრი, ქართული თეატრის კვლევის ცენტრს უნდობლობას უხადებს
კულტურა - 14:10, 18 Feb, 2016     2853

16 თებერვალს, ილიაუნის თეატრში თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა 9 ნომინაციაში საუკეთესოები დაასახელა. არჩევანით უკმაყოფილოა ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის წარმომადგენლობა, რომლებიც ფეისბუკის საკუთარ გვერდზე საპასუხო, კრიტიკულ წერილს აქვეყნებენ.

თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრს! პირველ რიგში, უზარმაზარი მადლობა გვინდა გადაგიხადოთ იმ ჩატარებული კვლევისთვის, რომელსაც თქვენი ცენტრი ყოველწლიურად ატარებს. ვფიქრობთ, რომ, აღნიშნული სტატისტიკა ნამდვილად ეხმარება ქართული თეატრის განვითარებას და დღევანდელობის გარკვეულ სურათს ქმნის. რაც შეეხება მის მეორე ნაწილს, (ხუთეულების დასახელებას) გარკვეულ ეჭვებს და კითხვებს ბადებს. ალბათ ძალიან არ შეგაწყენთ თავს, თუ ზოგიერთ მათგანს უბრალოდ გაგაცნობთ:

1. თქვენ ალბათ გაწაფული ხართ თვლაში, ვინაიდან სტატისტიკას თვლა სჭირდება. იქნებ გვიპასუხოთ - რომელ ასაკამდე ითვლება მსახიობი ახალგაზრდად? ამბობენ, რომ გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ ჩვენი თეატრისთვის ბუბა გოგორიშვილი ის საკითხია, რომელზეც ყველგან ვიდავებთ, მეტიც, ვფიქრობთ, რომ მის მიერ განხორციელებული „მედეას“ სახე ერთ-ერთი საუკეთესოა ბოლო წლების ქართული თეატრის ნამუშევრებში. სრული შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ხუთეულში მისთვის ადგილი უბრალოდ არ მოიძებნა, რადგან აღნიშნულმა ჟიურიმ ვერ შეძლო მიუკერძოებელი ყოფილიყო. ამ გაურკვევლობიდანაც მალევე გამოხვიდოდით ( გვესმის, რომ თქვენთვის ძნელია „ზევსებთან“ ჭიდილი) თუ მის ასაკს გადაამოწმებდით. იქნებ გვიპასუხოთ: 1980 წელს დაბადებული ია სუხიტაშვილი უფრო ახალგაზრდაა თუ 1980 წელს დაბადებული ბუბა გოგორიშვილი? ( ერთი კილო ოქრო უფრო მძიმეა თუ ერთი კილო ოქრო?)

2. აღნიშნული ჟიურის შემადგენლობა თითქმის იმეორებს 2015 წლის „დურუჯის“ შეამადგენლობას (ლაშა ჩხარტიშვილი, ნიკა წულუკიძე, გურამ ბათიაშვილი, მაკა ვასაძე). თუ მეხსიერება არ გვღალატობს, „დურუჯზე“ ვანო იანთბელიძე გახდა საუკეთესო მსახიობი მამაკაცი, რომელიც ამჯერად აღნიშნულ ხუთეულშიც კი ვერ მოხვდა. იქნებ აგვიხსნათ, მაშინ ცრუობდით, თუ ახლა?...

3. ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ დასახელდა რეჟისურაში მხოლოდ ოთხეული, მაშინ, როდესაც ყველა ნომინაციაში ხუთეულია გამოვლენილი. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ალბათ ტექნიკური შეცდომაა და მეხუთე ნომინანტად გულისხმობდით მიხეილ ჩარკვიანს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ გავიგოთ თქვენი ჟიურის წევრის (დავით ბუხრიკიძე) მიერ სულ ცოტა ხნის წინ, მისი „წინანდლის პრემიით“ დაჯილდოვება?! ან მაშინ იტყუებოდით ან ახლა... იქნებ გვიპასუხოთ, როდის ცრუობდით?

4. თეატრი მადლობას გიხდით „ახალბედა“ მსახიობის - კახა კინწურაშვილის დაფასებისთვის, რომ კვლავ ლეონარდო დი კაპრიოს ბედს არ აზიარეთ და აღიარეთ მის მიერ შესრულებული იაზონის სახე მიხეილ ჩარკვიანის (რომელიც გვჯერა, რომ უბრალოდ გამოგრჩათ) სპექტაკლში „მედეა". კითხვები კიდევ მრავლადაა, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენც არ დავიღალოთ და თქვენც არ დაგღალოთ, უბრალოდ მოვითხოვთ: აღნიშნული სახის მიკერძოებულ, სუბიექტურ, მეგობრულ, ძმაკაცურ და ა.შ. „ხუთეულებში“ ჩვენი თეატრი აღარასოდეს გაითვალისწინოთ.

P.S. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოში აღნიშნული მდგომარეობა ოდესმე გამოსწორდება, ასევე იმედს ვიტოვებთ, რომ ქართველი თეატრმცოდნეები (ყველას არ ვგულისხმობთ) გაითავისებენ თავის დანიშნულებას, მიხვდებიან, რომ უნდა იყვნენ გულწრფელები და ხარკი არ უხადონ იმას, რისიც ხვალ თავადვე შერცხვებათ!. ჩვენის მხრივ, პირობას გაძლევთ, რომ სიტუაციის გამოსწორებისთანავე ჩავებმებით ობიექტურ, მიუკერძოებელ და ჯანსაღ კონკურენციაში.

P.S. იარეთ თეატრში და გიყვარდეთ თეატრი!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42