დღეს გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, გელა კობალაძემ კლუბ ,, მერცხალი“-ს ფეხბურთელებს ახალი ფორმები გადასცეს. ამჟამად კლუბი ერთკვირიან ვარჯიშებს ურეკის საწვრთნელ ბაზაზე აწარმოებს, რომელიც 20 თებერვლამდე გაგრძელდება.
‘’დღეს ოზურგეთის ,, მერცხალი“-ს ახალი ფორმები გადავეცით. სამწუხაროდ, გუნდი ბოლო ადგილზეა, თუმცა კლუბის ახალი მენეჯმენტი და შემადგენლობა გვაძლევს იმის წინაპირობას, რომ გუნდი შედეგს გააუმჯობესებს. ქალაქის მერია და გუბერნია მაქსიმალურად ხელს უწყობს გუნდს. მთავარია, ბიჭებმა იმუშაონ, შეინარჩუნონ ადგილი ლიგაში და შემდგომი წარმატებებისთვის მოემზადონ.’’ - განაცხადა გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ.
,,მოგეხსენებათ, რომ გუნდის დღევანდელი მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა, მაგრამ სტადიონის ხელმძღვანელობა , რომელსაც მხარში უდგას ქალაქის მერია, ყველაფერს აკეთებს პირველ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისათვის, მომავალში კი უკეთეს შედეგზე ვიფიქრებთ. ჩვენი მხრიდან კლუბს მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება“ - აღნიშნა ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ.
მასალის გამოყენების პირობები