,,თავისუფალ დემოკრატებს“ ვალერი ჩეჩელაშვილი შეუერთდა
პოლიტიკა - 14:30, 27 May, 2016     2164
პარტია "თავისუფალ დემოკრატებს"კიდევ ერთი ახალი წევრი ჰყავს. პარტიის რიგებს ვალერი ჩეჩელაშვილი შეუერთდა. ჩეჩელაშვილი საზოგადოებას "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ წარუდგინა და მას ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ მანდატი გადასცა. ვალერი ჩეჩელაშვილი 2016 წლიდან არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. იგი 1989 წლიდან აქტიურად მოღვაწეობდა დიპლომატიის სფეროში და ეკავა სხვადსხვა თანამდებობები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ვალერი ჩეჩალაშვილი დაჯილდოებულია სხვადასხვა მედლითა და ორდენით. არის რამდენიმე ათეული პუბლიკაციის ავტორი რეგიონულ ეკონომიკურ თანამშრომლობისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში.

,,დღეს მინდა ‘’თავისუფალ დემოკრატებში’’ მივესალმო კიდევ ერთ ძალიან ძლიერ, პროფესიონალს, თავისი საქმის უბადლო მცოდნე ადამიანს ვალერი ჩეჩელაშვილს. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მას იმისთვის, რომ პოლიტიკაში ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა და ეს მისი პოლიტიკაში შემოსვლა დაუკავშირა ,,თავისუფალ დემოკრატებს“, ჩვენს პოლიტიკურ ძალას.

ბატონი ვალერი არის ძალიან ცნობილი დიპლომატი. მე მინდა გავიხსენო რამდენიმე მისი სამოღვაწეო ასპარეზი. ის იყო სუამის გენერალური მდივანი. ასევე იყო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის (ბისეკის) გენერალური მდივანი. ორივე ამ პოსტზე ორჯერ იყო არჩეული. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, იმას თუ როგორ აფასებს რეგიონალური ქვეყნები მის პროფესიონალიზმს და რამხელა ნდობა აქვს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხრიდან.

ასევე მინდა ავღნიშნო რომ სწორედ ბატონი ვალერი იყო პირველი ელჩი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში უკრაინაში.

მას აქვს საკმაოდ დიდი, რთული მაგრამ აუცილებელი გამოცდილება რუსეთთან ურთიერთობის. ის იყო ჩვენი ელჩი რუსეთის ფედერაციაში.

ჩვენ ,,თავისუფალი დემოკრატები“ ბატონ ვალერისთან ერთად ვიმუშავებთ ეკონომიკური დიპლომატიის განვითარების და საინვესტიციო გარემოს შექმნისთვის.

ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება რომ მოვიზიდოთ ინვესტორები რეგიონალური ქვეყნებიდან და ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას ამ კუთხით. დიდი მადლობა მინდა გითხრათ რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეთ“,- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

‘’თავისუფლება და დემოკრატია არის ორი ყველაზე მეტად ღირებული სიტყვა პოლიტიკაში. მთლიანად ვიზიარებ ‘’თავისუფალი დემოკრატების მიდგომებსა და ხედვებს, როგორც პოლიტიკის, ასევე ეკონომიკის სფეროში; ეს არის ახალი პოლიტიკური ფილოსოფიის მატარებელი პარტია, ორიენტირებული აღმშენებლობასა და წინსვლაზე და არა შუღლსა და შურისძიებაზე. პარტიაში გაერთიანებულია პატიოსანი, პატრიოტი და პროფესიონალი პიროვნებები, ყველას გავლილი აქვს სერიოზული პროფესიონალური გზა და დაგროვილი აქ ავტორიტეტი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ; პარტიის წევრთა უმრავლესობასთან მაკავშირებს მრავალწლიანი სამეგობრო ურთიერთობა. მინდა ჩემი წვლილი შევიტანო ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ მომავალ გამარჯვებაში’’,-განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

(ვალერი ჩეჩელაშვილი 2016 წლიდან არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ვალერი ჩეჩელაშვილი 1989 წლიდან მოღვაწეობდა დიპლომატიის სფეროში და ეკავა სხვადსხვა თანამდებობები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მეორე მდივნიდან მინისტრის მოადგილემდე (1998-2000). ხოლო 2005-2007 წლებში მას ეკავა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა. ის იყო საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში (1994-1998), ხოლო 2004-2005 წლებში რუსეთის ფედერაციაში. 2000-2005 წლებში მას ეკავა გენერალური მდივნის პოზიცია შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში. ხოლო, 2007-2016 წლებში - გენერალური მდივნის პოზიცია დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციაში.

მას დამთავრებული აქვს კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით (1983) და ფლობს საერთაშორისო ეკონომიკის დოქტორის ხარისხს.

იგი დაჯილდოებულია სხვადასხვა მედლითა და ორდენით და ასევე არის რამდენიმე ათეული პუბლიკაციის ავტორი რეგიონულ ეკონომიკურ თანამშრომლობისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში. )





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42